GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა და ჯონ მაკკეინმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს
12:01 15.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს და თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. 
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე , ახალ 3T კონცეფციაზე, აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს.

სენატორმა მაკკეინმა მზადყოფნა გამოთქვა თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობის კუთხით და საქართველოს მთავრობას აღუთქვა მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების განხორცილების პროცესში. 

სენატორი ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკური პარტია, არიზონა) აშშ-ის სენატის წევრი 1986 წლიდანაა. იგი შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოსადმი გამოჩენილი თანადგომისათვის რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. სენატორი მაკკეინი აქტიურად უჭერს მხარს ამერიკის მიერ საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი1
საგზაო დეპარტამენტს ზაქარია ხუნწარიშვილი უხელმძღვანელებს2
„ქართუ ბანკში“ საერთაშორისო ბარათების განაღდების მომსახურება გაითიშა3
დიმიტრი შაშკინმა და ჯონ მაკკეინმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს4
ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X