GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროს ლიტვის თავდაცვის უფროსი სტუმრობს
17:19 11.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი იმყოფება.  ლიტვის უმაღლესი სამხედრო პირი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო. 

მან ლიტველ კოლეგას რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.  მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. 

შეხვედრის შემდეგ, ლიტვის თავდაცვის უფროსმა, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. 

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის თავდაცვის უფროსი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.  კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა ლიტველ სტუმარს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა გააცნო. 

შეხვედრის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი  აკადემიის მსმენელებს შეხვდა და ლიტვის შეიარაღებული ძალების, მისი განვითარების ეტაპების და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ  პრეზენტაცია გამართა. დღესვე აკადემიაში ISAF-ის ოპერაციაში ლიტვის მონაწილეობის შესახებ ფოტო გამოფენა გაიხსნა.

ლიტვის თავდაცვის უფროსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისსაც” ესტუმრა. იგი საქართველოდან 12 აპრილს გაემგზავრება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: ყველა აღრიცხვაზე გვეყოლება და ყველას მოუწევს პასუხისგება1
ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების გადამოწმებას იწყებს2
ივანიშვილი: ონში ინვესტიციები იოლად უნდა შემოვიდეს3
თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა4
სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის მთავრობამ 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X