აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას განცხადებით, აღმოსავლეთ
აზიაში შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს.
ამის მიზეზი კი იაპონიის განცხადებები ხდება ჩინეთთან სადაო სანკაკუს
კუნძულებთან დაკავშირებით.
პანეტა თვლის, რომ პროვოკაციულმა განცხადებებმა შეიძლება პოლიტიკური
შცდომა გამოიწვიოს, რომელიც კონფქლიტში გადაიზრდება.
კვირას ჩინეთში დემონსტრაციები ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც იაპონიის
„დასჯას“ მოითხოვდნენ. მანამდე კი ათასობით ჩინელმა დემონსტრანტმა პეკინში
იაპონიის საელჩოსთან ჩაატარა აქცია.
ამასთან, ჩინეთმა სადაო კუნძულებთან საპატრულოდ 6 ხომალდი გაგზავნა და
აცხადებს, რომ ეს ოპერაცია წარმატებულია კუნძულების პეკინისადმი კუთვნილების
დემონსტრირებისათვის.
internet.ge