რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრასნოდარის მხარეში მიმდინარე
წვრთნებზე – "კავკასია 2012" დასასწრებად ჩავიდა. პუტინმა პოლიგონი
წვრთნების პირველივე დღეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაათვალიერა.
პუტინმა სამხედროების მომზადებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა,
რომ მთავრობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კურსს
შეინარჩუნებს.
შეგახსენბეთ,რომ წვრთნები რუსეთში 17 სექტემბერს დაიწყო და 22
სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი, 200 სამხედრო
მანქანა, 100 სხვადასხვა დანიშნულების საარტილერიო დანადგარი, 10 სამხედრო ხომალდი
და კატარღა მონაწილეობს.
Internet.ge