პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკი, მაიკლ მალუფი ვებ-გვერდზე Business Insider, წერს, რომ „ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების ფონზე, პერსპექტივა იმისა, რომ ის კვლავ ბრძანებს საქართველოზე თავდასხმას, როგორც ეს 2008 წლის
აგვისტოში გააკეთა, ძალიან დიდია“.
მალუფი ირანზე მოსალოდნელი
თავდასმის შესახებ აკეთებს ანალიზს და რუსეთის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით
აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმა რუსეთისთვის კარგი შანსი იქნება, რათა სამხედრო გზით დაამყაროს კონტროლი სამხრეთ კავკასიასა და კერძოდ, საქართველოზე.
მალუფს „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუსი სამხედრო პირის სიტყვებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც სიტუაცია სირიისა და ირანის გარშემო, რუსეთს აძლევს საშუალებას, დააჩქაროს თავისი სამხედრო ძალების წარმატებული განლაგება სამხრეთ კავკასიაში.
ამასთან, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არ დაკარგოს კავშირი სომხეთში, გიუმრში განთავსებულ
თავის 102-ე ბაზასთან.
აღნიშნული ბაზის მომარაგება ამჟამად ირანიდან
ხორციელდება, რადგან საქართველოზე გამავალი მარშრუტი თბილისმა დაბლოკა - წერს
მალუფი. ხოლო ირანთან ომის შემთხვევაში, მისი თქმით, რუსები მოელიან, რომ
მომარაგება ვეღარც ირანიდან იქნება შესაძლებელი, სწორედ ამიტომ მოსკოვმა,
შესაძლოა, სატრანსპორტო დერეფნის აღსადგენად ზომები მიიღოს. მალუფს ამიერკავკასიაში
რუსული ჯარების ყოფილი მეთაურის იური ნეტკაჩოვის სიტყვები მოჰყავს:
„შესაძლოა, აუცილებელი გახდეს სამხედრო ჩარევის გამოყენება იმისთვის, რომ
რუსეთმა საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადა გაარღვიოს და შექმნას სატრანსპორტო
კორიდორი, რომელიც სომხეთში მიდის“ -
ამბობს ნეტკაჩოვი.
მალუფის თქმით, ირანზე თავდასმის
შემთხვევაში, მოსკოვს მოქმედების შესაბამისი გეგმები უკვე შემუშავებული აქვს.
Internet.ge