GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
11:19 21.09.2012
დღის სიახლეები

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლიმენტაციით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. თავდაპირველად ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან. ამერიკელი ექსპერტების ვიზიტის მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგენდა.

პირველ ეტაპზე, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის პოტენციალი შეისწავლეს. შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნებს.

ექსპერტებმა ასევე მოინახულეს სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ობიექტებიც. მეორე ეტაპზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას.

ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოქტრინაში დეტალურად იქნება გაწერილი ის გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებითაც საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება მოხდება.

მესამე ეტაპზე კი ამერიკელი ექსპერტები შეიმუშავებენ დოქტრინას და მოხდება სამოქმედო გეგმის განვითარება. ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თანამშრომლობას საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას.

აშშ-სა და საქართველოს შორის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს: წვრთნას, განათლებას, გამოცდილების გაზიარებას და სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში.

აშშ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველოს უსაფრთხოება დაცული იქნება სამივე მიმართულებით - ჰაერიდან (საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით), წყლიდან (სანაპირო დაცვის კონტროლით) და ხმელეთიდან (საინჟინრო მიმართულების გაძლიერებით). ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა სამივე მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ტოტალური თავდაცვის შემადგენელი ნაწილია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო ყველა პარტიულ აქტივისტს მოუწოდებს, საოლქო კომისიებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ1
დავით ბაქრაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა2
ანდრია ურუშაძემ მრავალშვილიან ოჯახთან ერთად მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა3
რუსეთი უფროსკლასელთა სამხედრო წვრთნას იწყებს4
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X