სირიის სამთავრობო ჯარები და ოპოზიცია ჯერ-ჯერობით იცავს
ზავით გათავლისწინებულ პირობებს - იუწყება დასავლური და რუსული მედია.
კონფლიქტის დარეგულირების
სამშვიდობო გეგმის მოქმედება დღეს დაიწყო.
ამასთან, თვითმხილველთა თქმით, სირიის ზოგ ქალაქში ჯერ ისევ რჩებიან სამხედრო
ქვედანაყოფები და ტექნიკა, თუმცაღა საომარ მოქმედებებს ისინი აღარ აწარმოებენ.
ოპოზიციური ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა - ბურხან გალიუნმა, მოუწოდა სირიის
მოქალაქეებს მშვიდობიან დემონსტრაციებში
მიიღონ მოანწილეობა და მოითხოვონ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომა.
ადგილობრივი ოპოზიცია და
დასავლეთის ქვეყნები ისევ არ ენდობიან დიქტატორს და ეჭვი ეპარებათ, რომ გაეროსა და
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სპეცწარმომადგენლის
- კოფი
ანანის სამშვიდობო გეგმას ის ბოლომდე შეასრულებს.
კოფი ანანი გაეროს სწორედ
დღეს წარუდგენს მოხსენებას სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ.
ჯერ კიდევ გუშინ, სირიის რიგ ქალაქებში ბრძოლები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, სხვადახვა
მონაცემებით 15-დან 30 ადამიანამდე დაიღუპა.
internet.ge