GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი დაეშვა
00:12 22.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად.

"უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც. ამის დასტურია დღევანდელი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად.

საგარეო სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც საქართველოს საგარეო სამინისტრო აცხადებდა, შემთხვევითი არაა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012"-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს უცხოელი პარტნიორების სასწრაფო ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რათა მათ ოფიციალურ მოსკოვს აუწყონ ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიქსუ პაატელაინენი: საქართველოს დაცვა უნდა გავტეხოთ1
"ბილაინის" ოფისის გაძარცვაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება2
დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობის გამო ვითარების დესტაბილიზაციას პროგნოზირებენ3
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა4
პრეზიდენტის ინიციატივით გამოცდები წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X