დღეს დილით, ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა რაკეტა „ინხა-3“, რომლის
შესახებაც საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამდა. თუმცა გაშვება
წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტა, გაშვებიდან ერთ წუთში, კორეის ნახევარკუნძულიდან
დასავლეთით, ოკეანეში ჩავარდა.
ამჟამად ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო მის ნარჩენებს
ეძებს. ფხენიანი ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზებს იკვლევს.
ამერიკული მედია კი იუწყება, რომ ადგილი ჰქონდა იმაზე მძლავრ
აფეთქებას, ვიდრე მოელოდნენ. მათი ინფორმაციით, რაკეტა წყალში ჩავარდნამდე
აფეთქდა.
მიუხედავად იმისა, რომ რაკეტის გაშვება წარუმატებელი
აღმოჩნდა, საერთაშორისო საზოგადოება მაინც შეშფოთებულია. გაეროს უშიშროების საბჭო
საგანგებო სხდომას ჩაატარებს, რაკეტის გაშვების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტრომაც გამოთქვა შეშფოთება.
ადრე „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს
ჩრდილოეთ კორეას, თავი შეეკავებინა რაკეტის გაშვებისგან, რომელსაც ოფიციალური
ინფორმაციით, ორბიტაზე თანამგზავრი უნდა გაეყვანა, თუმცაღა საერთაშორისო
საზოგადოება თვლის, რომ რეალურად ჩრდილოეთ კორეა ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ატარებს. ამასთან,
თანამგზავრიდან მიღებული
ფოტოების თანახმად,
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა პარალელურად ბირთვული დანადგარის
გამოცისთვის ემზადება, რაც სპეციალურ გვირაბში უნდა ჩატარდეს, სადაც ბირთვული
გამოცდები ადრეც ტარდებოდა.
Internet.ge