GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის კურსი დასრულდა
12:49 29.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება ოთხ კვირას გრძელდებოდა.

კურსის მიმდინარეობას ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩვევები გაიხსენეს. ზაფხულის კურსის მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე გადაადგილებას დაეთმო. მესამე ფაზა კი მაღალ მთაში საცეცხლე მომზადებას ითვალსიწინებდა. სწავლების ბოლოს კურსში მონაწილე ყველა სამხედროს სწავლების შემაჯამებელი ტესტირება ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, მარშირებასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ჩაუტარდათ.  შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. 

კურსის დახურვის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო კოორდინატორი/უსაფრთხოების ოფიცერი პოლკოვნიკი ზბიგნიევ პრაშჩალეკი და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. კურსის დახურვის ცერემონიალს მუსიკალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთის სპეცსამსახურები გამუსულმანებულ რუს ქალებზე კონტროლს დააწესებენ1
მიწისძვრა ონში2
Vogue-ის 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების სიაში, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა3
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი4
ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X