აშშ-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში სიტუაციის შეფასება დაასრულა
საქართველოში
ოფიციალური
ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სამხედრო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში სიტუაციის შეფასება დაასრულა.
თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტები საქართველოში აშშ-საქართველოს
შორის თავდაცვის სფეროში არსებული 6 პუნქტიანი გეგმის ინპლემენტაციის მიზნით იმყოფებოდნენ. აშშ-სა
და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს თავდაცვითი საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებაა.
ამერიკელი
ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, შეისწავლეს საქართველოს თავდაცვითი სარძოლო-საინჟინრო შესაძლებლობები.
არსებული სიტუაციის ანალიზის შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საბრძოლო - საინჟინრო შესაძლებლობების
გაძლიერების
დოქტრინას
შეიმუშავებენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ დოქტრინის შემუშავებამდე კი ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ვიზიტის დროს საბრძოლო-საინჟინრო სპეციალისტების მომზადების სკოლის შექმნა გადაწყდა, ასევე განხორციელდება საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონების მომზადება, რაც მოიცავს
თავდაცვითი
შესაძლებლობების
არსებითი კომპონენტის, კონტრ-მობილურობის შესაძლებლობების
განვითარებას,
კონტრ-მობილურობის ტაქტიკისა და ტექნიკის შესწავლას, როგორიცაა ჯავშანსატანკო დაბრკოლებების შექმნა და გაუვნებელყოფა.
„საქართველოს თავდაცვითი საბრძოლო-საინჟინრო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - „ტოტალური თავდაცვის“ შემადგენელი ნაწილია.“,-
აღნიშნულია ატავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Internet.ge