თურქეთის შეიარაღებულმა
ძალებმა სირიის ტერიტორიის საზღვართან არსებულ სამიზნეებზე საარტილერიო
თავდასხმები განახორციელეს, რასაც თურქეთის ხუთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უცხოური
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეების დაბომბვა დღეს
დილით დაიწყო. როგორც ცნობილია, თადასხმა ოთხშაბათს მომხდარმა ინციდენტმა
გამოიწვია, როდესაც სირიის მოქალაქეებმა ქალი და მისი სამი შვილი მოკლეს.
არსებობს
დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად რამდენიმე სირიელი სამხედრო
მოსამსახურე გარდაიცვალა.
თურქეთმა გაეროს
უშიშროების საბჭოს სირიის აგრესიის შეჩერებაში დახმარება სთხოვა. საბჭომ უკვე
დაგმო სირიაში მიმდინარე მოვლენები.
Internet.ge