სპეცსამსახურების
მუშაობის წყალობით ჩრდილოეთ კავკასია გაწმენდილია ბანდფორმირებების ოდიოზური
მეთაურებისგან - განაცხადა რუსეთის „ფსბ“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.
„ჩვენ ეფექტურად
მოვახერხეთ საერთაშორისო ტერორისტულ სტრიქტურებთან შეწინააღმდეგება, რომლის
ლიდერებიც ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდნენ. დღევანდელი დღისთვის ოდიოზური
ფიგურები იქ აღარ არიან,“ - განაცხადა ბორტნიკოვმა.
ამასთან, მან ხაზი
გაუსვა, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაედა“ ისევ რჩება
საფრთხედ.
„ეს რეალური საფრთხეა,
მიუხედავად იმ ოპერტაციებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში მათი ლიდერების წინააღმდეგ
ჩატარდა,“ - განაცხადა მან.
„ფსბ“ აცხადებს, რომ ბენ
ლადენის ლიკვიდაციის მიუხედავად, „ალ-ქაედა“ საფრთხედ რუსეთისთვისაც რჩება.
Internet.ge