სირიაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებიდან 20
თვე გავიდა, რა დროსაც შეიარაღებულ კონფლიქტს 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
მონაცემები გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ
გააჟღერა.
განცხადება გააკეთა ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ დეფრი
ფრეტმენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სირიაში არსებული ქაოსი ნებისმიერი სახის
დანაშაულისთვის, მათ შორის ტერორიზმისათვის კარგ გარემოს ქმნის.
გაეროს მონაცემებით, კოლოსალური მსხვერპლის გარდა სირია დატოვა 250
ათასმა ადამიანმა, 2,5 მილიონი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
Internet.ge