აფხაზი სეპარიტისტები კოდორის ხეობის სოფელ წებელდის შემოგარენში საარტილერიო სწავლებებს ატარებენ.
კერძოდ, ტარდება საარტილერიო ნაწილების საველე გასვლები, რომელშიც ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონები და სოხუმის ზოგადსაჯარისო სამეთაურო სასწავლებლის კურსანტები მონაწილეობენ, - იუწყება
„აპსნიპრესი“.
სწავლებებს აფხაზური არტილერიის უფროსი, რუსი პოდპოლკოვნიკი ედუარდ ბონდარი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, „საველე გასვლა ტარდება ზოგადსაჯარისო ბრძოლის საფუძვლების ცოდნის გაღრმავების, დასახული ამოცანების შესრულების, რთულ და მკვეთრად ცვალებად პირობებში სამხედრო დანაყოფების, მათზე განპირობებული საარტილერიო შეიარაღებისა და სხვა ტექნიკის ეფექტურად მართვის წესების დახვეწის მიზნით“.
წრთვნა
გუშინ დაიწყო და 26 ოქტომბრამდე გასტანს.
internet.ge