რუსულ არმიაში სტრატეგიული
ბირთვული ძალების
წრთვნა დასრულდა,
რომელიც დღეს
უშუალოდ ქვეყნის
პრეზიდენტისა და
მთავარსარდლის მონაწილეობით
გაიმართა – ბირთვული
რაკეტების გაშვებასა
და მიზნის
განადგურებას უშუალოდ
პუტინი ზედამხედველობდა.
კერძოდ, ჩატარდა სტრატეგიული
და ფრთოსანი
რაკეტების სასწავლო-საბრძოლო გაშვება,
რომლებმაც სხვადასხვა
სამხედრო პოლიგონებზე
მიზნები გაანადგურეს.
ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით შეამოწმეს
კავშირის ავტომატიზირებული მართვის
სისტემა, ასევე
პუტინმა შეამოწმა
გენშტაბის მუშაობა
და აღნიშნა,
რომ მან
ყველა დასახული
ამოცანა შეასრულა.
Internet.ge