რუსეთის 2013-2015 წლების ბიუჯეტის პროექტში ბირთვულ კომპლექსზე კოლოსალური ხარჯი – ასი მილიარდი რუბლია გაწერილი.
ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა წარმოადგინა, თუმცა ამ ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
როგორც ანალიტიკოსები წერენ, 2015 წლისათვის ნაციონალურ თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – დაახლოებით სამ ტრილლიონ რუბლს. დღესდღეობით ეს ხარჯი 2,1 ტრილიონია.
ყველაზე დიდი დანახარჯები სტრატეგიული წყალქვეშა ატომური გემების მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.
Internet.ge