დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა და საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2012 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვთ, გადავადების ან გათავისუფლების უფლება.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სულ 9600-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც მთლიანად დაკომპლექტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. ამჟამად უკვე გაწვეულია 5200 წვევამდელი. საშემოდგომო გაწვევა 31 დეკემბერს დასრულდება.
internet.ge