აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა
14:09 02.11.2012
|
დღის სიახლეები
|
დაახლოებით 500-მდე უმცროსი სპეციალისტი მიიღო რუსეთის სამხედრო ბაზამ აფხაზეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სამხედროების გეგმიური როტაციაა. თუმცა აფხაზური სააგენტო "აპსნიპრესის” ინფორმაციაში არ არის მითითებული, ვის ჩაენაცვლა აღნიშნული კონტინგენტი. სავარაუდოდ, ეს არა ცვლა, არამედ ბაზის შემადგენლობის გაზრდაა. ძირითადად, ახალ შემადგენლობაში არიან ტანკისტები, არტილერისტები, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების ოპერატორები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების სპეციალისტები. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|