საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე არ
გამორიცხავს, რომ ირანთან ომის შემთხვევაში, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ
სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. ამის შესახებ თევზაძემ აზერბაიჯანულ საინფორმაციო
სააგენტო SalamNews-სთან
საუბრისას განაცხადა.
„დასავლეთის
ირანთან ომის შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ნიუანსია საგულისხმო. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია,
როგორი იქნება ირანთან ომი - ეს იქნება დაბომბვა, როგორც იუგოსლავიაში თუ
სახმელეთო ოპერაცია, რაც დღეს ნაკლებასავარაუდოა“.
რაც შეეხება
რუსეთის როლს, თევზაძემ აღნიშნა, რომ მოსკოვს ირანთან ომის შემთხვევაში, სამხედრო
ჩარევა დასჭირდება. თუკი
რუსული კონტინგენტი სომხეთში და ბაზა გიუმრში საფრთხის ქვეშ დადგება, მაშინ, ის, ალბათ, გამოიყენებს
წინააღმდეგობის უმოკლეს გზას - საქართველოზე გავლით.
მოვლენათა
მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, თევზაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სულაც
არ ემზადება განსაკუთრებულად შესაძლო
ომისთვის.
Internet.ge