ავღანეთში 10 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს
12:42 21.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ქაბულში, უსაფრთხოების
სამსახურებმა ბოევიკები დააკავეს,
რომლებსაც 10 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს.
ამის შესახებ უსაფრთხოების
ნაციონალური განყოფილების ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პერსკონფერენციაზე
განაცხადა. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება განკუთვნილი იყო ქაბულში,
მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტების მოსაწყობად. ნივთიერება 4 ტომარაში იყო
განაწილებული და სატვირთო მანქანაში, კარტოფილის ქვეშ იდო. დაკავებულია 5
ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მათ აფეთქებებში მომზადება პაკისტანის ტერიტორიაზე,
თალიბების ბანაკებში გაიარეს. დაკავებულთა
შორის 3 პაკისტანის, 2 კი ავღანეთის მოქალაქეა. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|