ისრაელი ლიბანის საზღვართან 10-მეტრიან კედელს ააგებს
10:50 24.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ისრაელი გამყოფ კედელს ააშენებს ლიბანთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე,
რათა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მეტულას დაცვა
უზრუნველყოს - იუწყება France-Presse.
10 მეტრის სიმაღლისა და 2 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობა მომავალ კვირას
დაიწყება. ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ეს ნაგებობა ლიბანისა და ისრაელის
სასაზღვრო ძალებს შორის დაპირისპირებისას დამცავი ბარიერი იქნება.
როგორც ისრაელის კერძო ტელეკომპანია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ
ინიციატორმა მხარემ ლიბანს უკვე შეატყობინა.
მიმდინარე წლის იანვარში სამხედრო წყაროები იუწყებოდნენ, რომ ისრაელი აპირებს
ქალაქ მეტულას რაიონში 79-კილომეტრიანი კედელი ააშენოს, რაც საცხოვრებელ კვარტლებს
ლიბანის ტერიტორიიდან სნაიპერული ცეცხლისგან დაიცავს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|