რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ
10:53 24.04.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსეთის სამხედრო ბაზამ, აფხაზეთში, ტანკ ტ-90-ის ეკიპაჯების
მოსამზადებლად, შეიარაღებაში მიიღო მობილური კომპლექსური ტრენაჟორი „მკტ-188ა“-
იუწყება „იუგა.რუ“.
მისი ინფორმაციით, ტრენაჟორის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მაქს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად მოამზადოს
მთელი ეკიპაჟი.
ასევე, შეუძლია აჩვენოს ერთდოულად 15-მდე სხვადასხვა მიზანი:
ტანკები, საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც
მისგან 100-დან 4000 მეტრამდეა და 60 კილომეტრ საათით მოძრაობს, - განაცხადეს
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურში.
ტრენაჟორის შესაძლებლობები ინსტრუქტორს საშუალებას აძლევს ავტომატურ რეჟიმში
დააფიქსიროს შეცდომები, რომლებსაც სამხედროები დაუშვებენ, იქონიოს მათთან კავშირი
და ესმოდეს მანქანების მუშაობის მოდელირებული ხმები.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|