ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას ფერფლად ქცევით ემუქრება
13:00 24.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ჩრდილოეთ კორეა
ასრულებს თავის ისტორიაში მესამე ბირთვული გამოცდისათვის სამზადისს, - იუწყება
სააგენტო „როიტერი“.
„სამზადისი თითქმის
დასრულებულია“ - განუცხადა სააგენტოს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის
ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ, რომელზეც „როიტერი“ წერს, რომ
სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია 2006 წელს, ფხენიანის მორიგ სამზადისზე - ბირთვული გამოცდის ჩატარებასთან
დაკავშირებით, რაც რამდენიმე დღეში გამართლდა კიდეც.
ფხენიანის გეგმებთან
დაკავშირებით, სხვა სახელმწიფოებთან
ერთად, უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ
კორეა, რაც სეულმა „საფრთხედ“ აღიქვა და
მეზობლებს განადგურებით და „ფერფლად ქცევით“ დაემუქრა.
ჩრდილოეთ კორეის
ტელევიზიამ გაავრცელა მთავრობის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას 3 წუთში ფერფლად აქცევს, თუკი მისგან საფრთხეს იგრძნობს. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მეზობლებს „სპეციალური საშუალებებით“ დაემუქრა.
„როგორც კი ჩვენი რევოლუციური ძალები გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებას, ყველა მტერი და მოწინააღმდეგე 3-4 წუთში ფერფლად იქცევა, ან, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც კი“ - ნათქვამია
განცხადებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|