ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი სერჟანტის, ვალერიან ხუჯაძის ოჯახი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო.
შეგახსენებთ, რომ ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
Internet.ge