51 სამხედროს სახელმწიფო ჯილდო, 8-ს კი უწყებრივი მედალი გადაეცა
12:53 30.04.2012
|
დღის სიახლეები
|
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებით, 51 სამხედროს სახელმწიფო ჯილდო, 8-ს კი უწყებრივი მედალი გადაეცა.
შეიარაღებული ძალების დანაყოფებში პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეები გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ქართველმა სამხედროებმა საკუთარ ოჯახის წევრებს უმასპინძლეს და თავიანთი სამუშაო გარემო გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. პროფესიულ დღესასწაულს ქართველი სამხედრო მოსამსახურეეები უკვე 21-ედ აღნიშნავენ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|