რუსეთმა, შესაძლოა, ანტისარაკეტო თავდაცვის ევროპულ სისტემებს დაარტყას
12:41 03.05.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსეთმა, შესაძლოა,
მიიღოს გადაწყვეტილება ევროპული ანტისარაკეტო სისტემების ობიექტებზე უპირატესი
დარტყმის შესახებ - განაცხადა რუსეთის გენერალური შტრაბის ხელმძღვანელმა, არმიის
გენერალმა ნიკოლაი პატრუშევმა.
რუსული მედიის ცნობით,
დღეს, მოსკოვში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული საერთაშორისო
კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე გაცხადდა მოსკოვის პოზიცია, რომ აშშ-სთან
მოლაპრაკებები ამ საკითხზე, თითქმის, ჩიხშია შესული.
პატრუშევის თქმით,
„რუსეთის სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ახალი შეტევითი სისტემების განთავსება,
მათ შორის კალინინგრადში „ისკანდერებისა“, არის
ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურების ერთ-ერთი
შესაძლო ვარიანტი“.
პატრუშევის თქმით,
ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გამანადგურებელი ხასიათის გათვალისწინებით,
გადაწყვეტილება უპირატესი დარტყმის შესახებ, „ვითარების გართულების პერიოდში“
იქნება მიღებული.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|