GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართულმა დელეგაციამ, ავღანეთის განვითარების რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-5 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
19:33 27.03.2012
დღის სიახლეები

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ავღანეთის განვითარების რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-5 კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით  მიიღო.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

კონფერენციაზე სიტყვით  დავით ჯალაღანია გამოვიდა, რომელმაც ავღანეთის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით, საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისა და მომავალში ამ ქვეყნის განვითარებისათვის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს დელეგაციამ ასევე თემაზე „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, როგორც რეგიონული თანანშრომლობის განვითარების საკვანძო საკითხი" პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელშიც ძირითადი ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებს. კონფერენციაზე ერთხმად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.

კონფერენციის მსვლელობისას, დავით ჯალაღანიამ გამართა მოკლე შეხვედრები ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზალმაი რასულთან და მის პირველ მოადგილესთან, ჯავედ ლუდინთან.

დღესვე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, მაჰმუდჯონ სობიროვს შეხვდა, რომელზეც განხილულ იქნა ორმხრივი და მრავამხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურაში ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე მივიდა1
პოლიციამ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი დააკავა2
შს სამინისტრო საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს3
ყველაზე ძვირადღირებულ ყავას სპილოს ფეკალიებისგან იღებენ4
ეკა ხერხეულიძე: მთავრობის დამტკიცება კითხვით, საზეპიროები ხვალისთვის...5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X