რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო 50 ათას დოლარად გაყიდეს. სწორედ ეს თანხა მიიღო უცხოური სპეცსამსახურებისგან ინჟინერმა ალექსანდრ გნიტეევმა, რომელსაც უცხოური დაზვერვისთვის ბალისტიკური რაკეტის `ბულავას~ შესახებ ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.
მას დღეს, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. ტელეკომპანია `ნტვ~-ს ცნობით, გნიტეევი მუშაობდა ცენტრში, რომელიც სტრატეგიული რაკეტების მართვის სისტემების შემუშავებით არის დაკავებული. მან უცხოურ დაზვერვას (არ კონკრეტდება რომელს) 50 ათას დოლარად ერთ-ერთი ასეთი მართვის სისტემის ნახაზის ასლი გადასცა.
თავისუფლების აღკვეთის გარდა, გნიტეევს 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.
internet.ge