აფხაზეთში
დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ზამთრის პერიოდში
გავლილი საბრძოლო მომზადების დროს, 1 მილიონი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო
და 40 ტონაზე მეტი საწვავ-საზეთი მასალა გახარჯეს- იუწყება გაზეთი „რესპუბლიკა აბხაზია“.
5 თვის
განმავლობაში ჩატარდა 5 ათასზე მეტი მეცადინეობა საცეცხლე მომზადებაში, რომლის
დროსაც გამოყენებულ იქნა ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტ-90ა ტიპის ტანკები.
სწავლება
აფხაზეთის ნაგვალოუსა და წაბალის პოლიგინებზე მიმდინარეობდა, ასევე ადიღეის
სასწავლო-სავარჯიშო კომპლექს „მაიკოპსკიში“.
გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც გაზეთი აღნიშნავს, აფხაზეთში განთავსებული
რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ინტენსივობა,
საშუალოდ, 25%-ით გაიზარდა.
Internet.ge