ჩიკაგოში
მიმდინარე ნატო-ს სამიტის მონაწილე მხარეები ავღანეთში სამხედრო მისიის მომავალზე მსჯელობენ.
ამერიკული მხარე ცდილობს, დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ მიჰყვნენ ადრე შემუშავებულ
გრაფიკს, ვინაიდან, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ამომრჩეველს ავღანეთიდან ჯარის
წლის ბოლომდე გაყვანას დაჰპირდა.
„ჩვენ
ყველა ერთად შევძლებთ ისე გავაძლიეროთ ნატო, რომ მან მოახერხოს ნებისმიერ
გამოწვევასთან გამკლავება. არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია მარტო
გაუმკლავდეს ასეთ პრობლემებს. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ თანამშრომლობის ახალი
კულტურა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მაღალი ზომები
მცირე საფასურის ხარჯზე,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ
რასმუსენმა.
ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ავღანური ძალები
შეძლებენ თვითონ შეინარჩუნონ წესრიგი ქვეყანაში. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის
ფაქტი, რომ ავღანელები ზოგიერთ შემთხვევაში ახლაც წარმატებით ახერხებენ ამ
ფუნქციის შესრულებას.
მიუხედავად
ოლანდის დაპირებისა, როგორც ჩანს, ფრანგული ჯარი კვლავ დარჩება ავღანეთში და
განაგრძობს არასაომარი დავალებების შესრულებას, - იუწყება „ევრონიუსი“.
internet.ge