რუს სამხედროებს ძარცვასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
13:14 21.05.2012
|
დღის სიახლეები
|
კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, ადგილობრივ მოსახლეობას რუსმა სამხედროებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ქურდობითა და ძარცვით არიან დაკავებულები, ადგილი ჰქონდა სამხედროების მიერ გაუპატიურებებისა და მოსახლეობაზე თავდასხმების ფაქტებსაც.
ამის გამო ქალაქის ცენტრში მოსახლეობამ აქცია გამართა და კრასნოდარის მხარის შსს განყოფილებასაც მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ ეისკის სხვადასხვა რაიონში დროებით მცხოვრები სამხედროები, რომლებიც ქალაქში სასწავლო შეკრებაზე ჩაიყვანეს, დანაშაულებს სჩადიან და არაფრით ჩამოუვარდებიან კრიმინალებს. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ხალხი, სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლველად თავად გავიდა ქუჩაში.
„გოგოებო ქალაქ ეისკიდან, ფრთხილად იყავით ქუჩაში. უკვე 74 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გაუპატიურებებისა და მკვლელობების ფაქტებზე!“ - წერენ სოციალურ ქსელებში.
როგორც ჩანს, განუკითხაობამ მართლაც ისეთი ფორმები მიიღო, რომ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა 82 სამხედრო პირი საერთოდ გაეგდო რუსეთის არმიის რიგებიდან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|