ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
(IAEA) ირანის ბირთვული იარაღის წარმოებას შეისწავლის. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა
იუკია ამანომ დღეს განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტს ხელი მალე
მოეწერება, - წერს BBC.
თეირანიდან დაბრუნებისას, IAEA-ის
გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებამ პირობა დადო, არ გაუწიოს
წინააღმდეგობა დოკუმენტის ხელმოწერას. ამანოს თქმით, მოლაპარაკების დასასრულებლად
მხოლოდ რამდენიმე დეტალის შემუშავებაღა დარჩა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ
არაერთხელ მოითხოვა თეირანის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე დაშვება. ირანი
უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას და ამტკიცებს, რომ ბირთვულ ენერგიის
გამოყენებას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აპირებს.
internet.ge