ახალი
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის პროტოტიპის გაშვება პლესეცკის
კოსმოდრომიდან წარმატებით განხორციელდა. ახალმა რაკეტამ რუსეთის
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შეტევითი შესაძლებლობები უნდა
გააძლიეროს. გარდა ამისა, რაკეტას ანტისარაკეტო თავდაცვის პერსპექტიული სისტემების
გადალახვაც შეუძლია - იუწყება „დნი რუ“.
გამოცემის ინფორმაციით, „გაშვების მიზანი მიღწეულია და სასწავლო საბრძოლო ბლოკმა,
დაგეგმილისამებრ, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, პოლიგონ „კურაზე“ მიაღწია.“
ასეთივე ცდა 2011 წლის სექტემბერშიც ჩატარდა, თუმცა წარუმატებლად. ბალისტიკური
რაკეტა გაშვების შემდეგ კოსმოდრომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თუმცა მანამდე საერთოდ
გაქრა რადარებიდან და მისი აღმოჩენა მხოლოდ 2 საათში შეძლეს.
internet.ge