საერთაშორისო შეთანხმების - „ღია ცის“
ფარგლებში რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ფრენას ჩეხეთის ტერიტორიაზე
ახორციელებდა, თუმცა მის ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ეს მაშინ მოხდა, როცა „ან-30“ პრაღასთან
ახლოს, ჩესლავის ავიაბაზაზე უნდა დაფრენილიყო.
თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა,
რომელთაგანაც ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საერთაშორისო შეთანხმება - „ღია ცა“ ხელსინკში 1992 წელს გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე ერთ ქვეყანას აქვს უფლება, ჩაატაროს საჰაერო ინსპექტირება
და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეამოწმოს ამავე ქვეყნის მიერ დეკლარირებული
მონაცემები შეიარაღებისა და ჯარების დისლოკაციის შესახებ.
internet.ge