10 ადამიანი გარდაიცვალა წუხელ პაკისტანის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უპილოტო
საფრენი აპარატების მორიგი შეტევის შედეგად.
როგორც ადგილობრივი ტელეარხები იტყობინებიან,
ამერიკულმა აპარატებმა ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში არსებულ მეჩეთს რაკეტები ესროლეს. ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. დგინდება
დაღუპულთა ვინაობებიც.
ბოლო დროს ეს უკვე მეორე ავიაშეტევაა
პაკისტანის ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ,
ამერიკულმა უპილოტო აპარატებმა ავღანეთის საზღვართან „თალიბანის“ მებრძოლთა
პოზიციებს შეუტიეს. მაშინდელი ოპერაციის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ამერიკული ავიადარტყმები პაკისტანის
ხელისუფლების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად განიხილება. ჩიკაგოს
სამიტის დროს პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა ამერიკული
მხარისგან პაკისტანის ტერიტორიაზე შეჭრის შეწყვეტა. თუმცა ვაშინგტონმა ამ
მოთხოვნას ახალი ავიადარტყმით უპასუხა.
internet.ge