რუსეთის ფედერაციის საბჭოს
წევრებმა ერევანში განთავსებული
რუსეთის სამხედრო ბაზა დაათვალიერეს.
შენაერთის მეთაურმა
პოლკოვნიკმა ოლეგ სმირენოვმა მათ ბაზის განვითარების პერსპექტივები გააცნო.
რუსი სტუმრები ბაზაზე
არსებული შეიარაღებითა და საავიაციო ნაწილის სამხედრო ტექნიკით დაინტერესდნენ და
პირად შემადგენლობასაც გაესაუბრნენ.
ვიზიტის ბოლოს კი საავიაციო
ნაწილის პოლკოვნიკმა ალექსანდრ პეტროვმა რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმომადგენლებს უმაღლესი პილოტაჟის მანევრების შესრულებით გამანადგურებელ
მიგ-29-ის შესაძლებლობები უჩვენა - იუწყება
„ნოვოსტი არმენიი“.
Internet.ge