GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
FrontPage Magazine: საქართველოში შემოჭრისთვის რუსეთი სომხეთში ჯარის შეყვანას გეგმავს
14:54 24.05.2012
დღის სიახლეები

"ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ?" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას FrontPage Magazine.

არავინ ელოდა, რომ რუსეთი გახდებოდა მთავარი პრობლემა 2008 წელს, როდესაც იგი საქართველოსთან ომში ჩაება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო. ახლა უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ რუსეთი რევანშისკენ ისწრაფვის, რათა ბოლო მოუღოს მიხეილ სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს, - წერს გამოცემა.

ანალიტიკოსი რაიან მაურო სტატიაში აღნიშნავს, რომ ‘’რუსეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა აფხაზეთში 4-5 მაისს, 10 საიდუმლო პირის დაკავების შესახებ, რომლებიც სოჭში ტერორისტულ შეტევას გეგმავდნენ. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თავდასხმის გეგმა ჩეჩენ ტერორისტს და „ალ-ქაედასთან“ დაახლოებულ პირს - დოკუ უმაროვს ეკუთვნის. მათივე მტკიცებით, უმაროვს თურქეთიდან საბრძოლო იარაღის გადატანაში ქართული დაზვერვა ეხმარებოდა. ქართული მხარე ამ ბრალდებას „სრულიად აბსურდულს“ უწოდებს.

ამ მოვლენების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ირანზე შესაძლო დარტყმის შესახებაც. პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი როგოზინი განმარტავს: „ირანი ჩვენი მეზობელია. თუკი იგი ჩართულია რომელიმე სამხედრო ქმედებაში, ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აპირებს ჯარები შეიყვანოს სომხეთში იმ შემთხვევისთვის, თუ სააკაშვილის ჩამოსაგდებად საქართველოში შეჭრა გახდება საჭირო.

საქართველოს დაპყრობის შემთხვევაში რუსეთიც და ირანიც სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ. თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ევროპა დღეში 1 მილიონ ბარელამდე ნავთობი მიეწოდება. ეს კი გვერდს უვლის რუსეთისა და ირანის ტერიტორიას. 2008 წლის ომის დროს რუსული თვითმფრინავები ამ ნავთობსადენის დაბომბვასაც ცდილობდნენ. საქართველოში შემჭრით ჩრდილო მეზობელი ამ სტრატეგიულ ობიექტს ჩაიგდებს ხელთ.

რუსული მხარე 2008 წლიდან მოყოლებული სააკაშვილის ჩამოგდებას ცდილობს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს ჯიჰადების ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ბოლო ომის დროს ერთ-ერთმა რუსმა ლეიტენენატმა ისიც განაცხადა, რომ „ის [სამხრეთ ოსეთი] რუსეთის ტერიტორია გახდება და რუსეთის შემადგენლობაშივე შევა საქართველოც“.

2009 წელს რუსეთმა გააფრთხილა საქართველო, არ მიეცა ნატო-ს წარმომადგენლებისთვის მის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარების უფლება. აპრილში რუსულმა ძალებმა თბილისისკენ 25 მილის მანძილზე წაიწიეს. მომდევნო თვეში კი რუსებს საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამბოხი მალევე იქნა ჩახშობილი.

2009 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველო „ალ-ქაედას“ მიერ ინგუშეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა. რუსულმა მხარემ ისევ სამხრეთ მეზობლისკენ გაიშვირა თითი, 2010 წლის 10 მარტს რუსეთის მეტროში მომხდარი აფეთქების დროს. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი „გაუწონასწორებელია“ და ნებისმიერ დროს შეიძლება მიაყენოს მათ დარტყმა.

ირონიულია ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ფარული თავდასხმის უკან თავად რუსეთი დგას. ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ აღმოაჩინა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული რუსეთმა არაერთი შეტევა განახორციელა საქართველოზე, მათ შორის არის: ქართველი პოლიციელების მკვლელობა, მანქანების დაბომბვა 2005 წელს, ორი შეტევა ქართულ-რუსულ გაზსადენზე 2006 წელს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი სადგურების საბოტაჟი და სეპარატისტების შეიარაღება. ასევე, რუსეთია პასუხისმგებელი 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში ამერიკული ბაზის მახლობლად მომხდარ აფეთქებებზე.

2011 წლის თებერვალში სააკაშვილმა სთხოვა აშშ-ს, საქართველოშიც განეთავსებინა ანტიბალისტიკური სარაკეტო რადარები, რამაც რუსეთი გააცოფა.

რუსეთი არ მალავს სააკაშვილის ჩამოგდების სურვილს. 2005 წელს ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. ეს გამოხატავს იმ იდეოლოგიას, რომელთანაც გვაქვს საქმე" - წერს  FrontPage Magazine.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელი მეცნიერი აპირებს თავი მოიკლას, რათა შემდეგ რობოტში გაცოცხლდეს1
პამპერსი შესაძლოა დეფიციტი გახდეს2
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრადიციული სამოსის გამოფენა გაიხსნა3
მასწავლებელი ცუდი ყოფაქცევის ბავშვებს დამამცირებელი მეთოდით სჯიდა4
26-28 სექტემბერს თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X