სამრეწველო აღლუმზე საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა წარმოადგინეს
10:34 26.05.2012
|
დღის სიახლეები
|
სამრეწველო აღლუმზე, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ", მის მიერ წარმოებული მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები წარმოადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილია:
ლაზიკა დიდგორი - (3 მოდელი) უპილოტო საჰაერო სისტემა სამხიდიანი დაჯავშნული მანქანა "Tam Jet" - (ოთხადგილიანი თვითმფრინავი) "Elit Jet" - (შვიდადგილიანი თვითმფრინავი) 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი პისტოლეტი "RPG-7" - ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი მყუდრო - (უხმო ნაღმმტყორცნი) "RD-7" - (ტანკსაწინააღმდეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი M4-ის მაყუჩი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "ГП-25" ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "AG-40"
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა სამრეწველო აღლუმზე, აგრეთვე, წარმოადგინეს აირგამათბობლები - "კერა-3მ"; "კერა 8-მ"; "კერა 10"; სხვადასხვა ზომის წყალგაყვანილობის და აირგაყვანილობის მილები; სამხედრო ფეხსაცმელი და სამხედრო ფორმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|