რუსეთის სამხედრო ბაზაზე სომხეთში პირადი
შემადგენლობის გეგმიური ცვლა მოხდა, თუმცა აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი ამ ბაზას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, - იუწყება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.
რეზერვში გაშვებული სამხედროების ნაცვლად, ბაზამ,
რუსეთის სამხრეთის, დასავლეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან გაგზავნილი
სხვადასხვა სამხედრო სპეციალობებში მომზადებული სამხედროები მიიღო. მათი
ტრანსპორტირებისთვის 50 სამოქალაქო ავიარეისი შესრულდა - იუწყება „კავკაზსკაია
პოლიტიკა“. ამასთან, სომხეთში გასაგზავნი კონტინგენტი ისეთებით
შეივსო, ვინც შესაბამისი ფიზიკური და სამედიცინო მოთხოვნები დააკმაყოფილა. მათ
ჰეპატიტზე, ტიფზე და გრიპზე ვაქცინაციაც ჩაუტარეს.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური
აცხადებს, რომ პირადი შემადგენლობის ცვლის ფონზე ბაზის პირადი შემადგენლობის
რაოდენობრივი ზრდა არ მომხდარა.შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ბაზა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატთა დელეგაციამ მოინახულა.
პარლამენტარები ბაზაზე არსებული შეიარაღებითა და საავიაციო ნაწილის სამხედრო ტექნიკით დაინტერესდნენ.
Internet.ge