2012 წლის
ბოლომდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები 300-მდე სამხედრო წრთვნას, მათ შორის,
საზღვაო მანევრებს ჩაატარებს - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებთან შეხევედრისას, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარების,
დაკომპლექტებისა და საბრძოლო მომზადების საკითხები განიხილეს.
„წლის ბოლომდე
დაგეგმილია ყველა მიმართულებით, მათ შორის, არქტიკაშიც, 300-მდე წრთვნის ჩატარება“
- განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ 280 ასეთი სწავლება და მანევრი შეიარაღებულმა
ძალებმა წელს უკვე ჩაატარეს.
internet.ge