ლეონ პანეტა: აშშ სირიასთან მიმართებაში მხოლოდ გაეროს სანქციებით იხელმძღვანელებს
13:34 01.06.2012
|
დღის სიახლეები
|
შეერთებული შტატები არ აპირებს გაეროს უშიშროების
საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია
განახორციელოს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა
ლეონ პანეტამ სინგაპურში გამგზავრების წინ თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა, -
იუწყება „ინტერფაქსი“.
პანეტას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამერიკის არმია მხოლოდ იმაში მიიღებს მონაწილეობას, რაც მსოფლიო
საზოგადოებისთვის არის აუცილებელი. თუმცა ის აღნიშნავს, რომ პენტაგონი მოვლენათა
ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად არის.
ცოტა უფრო ადრე გაეროში აშშ-ის მუდმივმა
წარმომადგენელმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სირიაში გაეროს
უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით უცხოურ სამხედრო ინტერვენციას, თუკი დიპლომატიური
ძალისხმევა სირიის პრეზიდენტს ხელისუფლებიდან წასვლას არ აიძულებს.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|