GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა
17:02 04.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებს: ჯოზეფ მაკმილანს და ბეტ მაკკორმიკს შეხვდა.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

“მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ის სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს თანამშრომლობა, რათა კვლავ გავაგრძელოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ჩვენ ასევე შევეხეთ ხვალ დაგეგმილ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას, რომელსაც პრემიერ მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი უმასპინძლებენ,“ განაცხადა ჯოზეფ მაკმილანმა. 

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი ხვალინდელი სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, გაძლიერებას და ამ მიმართულებით გეგმების დალაგებას ჩვენს მეგობრებთნ ერთად“, განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შედგა, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს1
ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო2
გალიანი გვარდიოლას ნიუ-იორკში შეხვდება3
ეკა ზღულაძე: სასიამოვნო იყო ღარიბაშვილის მოსაზრების მოსმენა4
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი გადაცემის გადარჩენის და "იმედზე" დარჩენის საშუალება არსებობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X