ე.წ. სამხრეთ ოსეთში ექსპლუატაციაში შევიდა რუსეთის მე-4
სამხედრო ბაზის ახალი ობიექტები, რომლებიც ძაუსის სამხედრო ქალაქშია განთავსებული.
კერძოდ, გაიხსნა 450 ადამიანზე გათვლილი სასადილო, ასევე
ოფიცერთა საერთო საცხოვრებელი, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად
იცხოვრებენ.
ბაზის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრე შუშუკინმა
განაცხადა, რომ ახლა უკვე ყველა საშუალება აქვთ „საბრძოლო ამოცანების
შესასრულებლდ“, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს.
„მშენებლობა გაგრძელდება, ივლის-აგვისტოში იგეგმება ბაზის
საცხოვრებელი ფონდის ჩაბარება ცხინვალში. ამ დროისათვის საცხოვრებელი ზონის
მშენებლობა ძაუს რაიონში პრაქტიკულად დასრულებულია, დღეს კი ვაბარებთ ოფიცერთა
საცხოვრებელს, რომელიც 16 ბინისგან შედგება. ძველი ტიპის ყაზარმების ნაცვლად
შენდება ახალი - შხაპებითა და ცხელი წყლით“ - განაცხადა შუშუკინმა.
მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონის საზღვრისპირა დასახლებულ
პუნქტებში დასრულებულია 4 საყარაულო პუნქტის მშენებლობაც.
Internet.ge