ბალტიის
ქვეყნები ერთიანი სამხედრო შტაბის შექმნას გეგმავენ. ინიციატივით ლატვია გამოვიდა,
რადგან თვლის, რომ ასეთი სტრუქტურა - ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთიანი სამხედრო
შტაბი კიდევ უფრო გაამყარებს მათ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობას და დიდ
წვლილს შეიტანს ნატოსთან თანამშრომლობაშიც.
ლიტვის,
ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები უკვე შეთანხმდნენ ასეთი სტრუქტურის
შექმნის შესაძლებლობების შეფასება მოახდინონ.
ასევე
შეთანხმდნენ საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე. ლატვიის თავდაცვის მინისტრის
არტის პაბრიკსის თქმით, ასეთი თანამშრომლობა უფრო მსხვილი პარტიების შეძენის
საშუალებას იძლევა და ხარჯებსაც და ბიუროკრატიულ პროცედურებსაც უფრო მეტად
შეამცირებს.
მინისტრები
კიბერ-დაცვის სფეროში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
internet.ge