ავღანეთში ნატო-ს ძალების
წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ალიანსის 4 ჯარისკაცია
დაღუპული.
ნატოს-ს წარმომადგენლებმა
არ დააზუსტეს, გარდაცვლილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივი მედიასაშუალებების
ცნობით, ჯარისკაცებზე თავდასხმა კაპისას პროვინციაში მოხდა. ამ ზონაში, როგორც წესი,
ფრანგი მეომრები პატრულირებენ.
internet.ge