დიმიტრი მედვედევმა თავდაცვის,
მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებსა და ავიამშენებელ კომპანიას ახალი
სტრატეგიული თვითმფრინავის სერიული წარმოება დაავალა.
სტრატეგიული ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე პრემიერმა
ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის არმიამ შეიარღებაში
უნდა მიიღოს ახალი ტექნიკა. ჯერჯერობით, ტექნიკა 30%-ით, უახლოესი 5 წლის
განმავლობაში კი 70% უნდა განახლდეს.
„საჭიროა ახალი „სტრატეგი“, სამხედროები უნდა ჩამოყალიბდნენ შორეული ავიაციის
ბომბდამშენის ტიპზე, რაოდენობაზე… უნდა გადაწყდეს სერიული წარმოების საკითხი“ -
განაცხადა მედვედევმა.
ეს განცხადებები ყაზანის ავიამშენებელი გაერთიანების თანამშრომლებთან თათბირისას
გაკეთდა. მანამდე კი მედვედევმა ქარხნის ანგრები დაათვალიერა. აქ ახლა სტრატეგიული
ბომბდამშენების - ტუ-160-ისა და რაკეტმზიდი ტუ-22მ3-ის მოდერნიზაცია მიმდინარეობს.
როგორც „ლაიფ-ნიუსი“ წერს, ასეთი მანქანები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
საქართველოს ანტისაჰაერო ტავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
internet.ge