აშშ
დარწმუნებულია, რომ რუსეთი სირიას მოიერიშე ვეტმფრენებს აწვდის. ამის შესახებ
განცხადება სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
„ჩვენ
გვაშფოთებს ახალი ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, რომ რუსეთიდან სირიისკენ მოიერიშე
ვეტმფრენები მიემართება“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა და დასძინა, რომ ეს
კონფლიქტის დრამატულ ესკალაციას გამოიწვევს.
სახელმწიფო
დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნუილანდმა კი დააკონკრეტა,
რომ საუბარია ახალ რუსულ ვეტმფრენებზე და არა იმაზე, რაც მოსკოვმა ადრე უკვე
მიჰყიდა დამასკოს.
ნულანდის თქმით,
კლინტონი დარწმუნებულია რომ აღნიშნული ვეტმფრენები საბჭოთა ან რუსული წარმოებისაა.
ნულანდი აცხადებს, რომ
ბაშარ ასადი ამ ვეტმფრენებს არა საგარეო საფრთხეებისგან თავდასაცავად, არამედ „საკუთარი
ხალხის, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების, ქალების ბავშვებისა და მამაკაცების
მკვლელობისთვის“ გამოიყენებს.
internet.ge