სომხეთის
დიპლომატიურმა მისიებმა, აშშ-სა და ვენაში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში
წარმოქმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით, განცხადებები გაავრცელეს.
განცხადებაში
ნათქვამია, რომ ბაქო ეუთოს მინსკის ჯგუფის წინადადების იგნორირებას ახდენს,
რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამყარებას, ურთიერთშეხების ზონიდან
სნაიპერების გაყვანას და საზღვარზე ინცინდენტების გამოძიების მექანიზმის შექმნას
გულისხმობს.
დიპლომატიური
მისიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ყოველივეს იგნორირებით აზერბაიჯანი
თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მოვლენების განვითარებასა და შესაძლო მსხვერპლზე.
internet.ge