ბრიტანული კვლევითი ცენტრი Oxford
Analitica პროგნოზირებს, რომ 18 ივნისს დაგეგმილი სომხეთისა და აზერბაიჯანის
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ეუთოს მინსკის ჯგუფი ზეწოლას მოახდენს
მხარეებზე, რათა შეამცირონ მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში
წარმოქმნილი დაძაბულობა, - წერს საინფორმაციო პორტალი oratert.com.
ბრიტანელი
ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანი მხოლოდ იმუქრება და ბოლო პერიოდში ემხრობა ახალ სტრატეგიას,
რომელიც 2014 წლისთვის ოპერატიული მზადყოფნის მიღწევას გულისხმობს, რათა მხარეებს
შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 20 წლის თავზე ბაქომ „ომის
მუქარა“ გააჟღეროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მშვიდობიან მოლაპარაკებებს
შედეგი არ ექნება.
Oxford Analitica იხსენებს ოფიციალური ბაქოს
განცხადებას იმის შესახებ, რომ მას „10 დღე სჭირდება, რათა გაათავისუფლოს
ოკუპირებული ტერიტორიები და მივიდეს სომხეთ-ირანის საზღვრამდე“.
სინამდვილეში,
ანალიტიკოსთა თქმით, აზერბაიჯანი არ არის მზად ახალი ომისთვის და არც აპირებს
შეტევის დაწყებას.
ბრიტანული კვლევითი ცენტრის მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ
ეუთოს ძალიან გაუჭირდება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით რეალური წარმატების
მიღწევა. ამის მიზეზად კი რუსეთს ასახელებენ, რომელიც „სტატუს-ქვოს ან დაძაბულობის
შენარჩუნებითაა ყველაზე მეტად დაინტერესებული“ - აღნიშნულია ანგარიშში.
Internet.ge